Tinatin's Blog

Monday, December 16, 2013

უძველესი სამკაული და თანამედროვეობა

სამკაული რომ ხელოვნების ის დარგია, რომელიც დიდად არის დაკავშირეული მოდასთან ეს წინა პოსტში უკვე აღვნიშნე. მოდის ტენდენციები კი ეპოქების და სეზონების მიხედვით ძალიან სწრაფად იცვლება. თუმცა არის ისეთი ტენდენციები და მხატვრული მახასიათებლები,  რომლებიც დროს ნამდვილად უძლებენ და ეს არ შეეხება მხოლოდ სამკაულს.

დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია ე.წ. "ვინტაჟი" და ბებიების ნაქონი ნივთებიც საკმაო პოპულარობით სარგებლობენ. "ვინტაჟური სტილი" კი თანამედროვეობაში გადმოტანილ ძველს გულისხმობს და ძველის გავლენით არის შექმნილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არა მხოლოდ ვინტაჟური სტილია გავრცელებული  თანამედროვე საქართველოში, არამედ უძველესი სამკაულის ასლებიც საკმაო პოპულარობით სარგებლობენ. მათ ნაირფეროვნებას გვთავაზობს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი".

აქ წარმოდგენილი სამკაული ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო გარდერობს და მას განსაკუთრებულ დახვეწილობას შესძენს.

ეწვიეთ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ "ისტორიალს" ნიკო ნიკოლაძის N 7–ში.






















Friday, December 13, 2013

სამკაულის ისტორია საქართველოში


"ბრილიანტი ქალის საუკეთესო მეგობარია" – ეს გამოთქმა ერთი შეხედვით ფრთიანი ფრაზაა, ხოლო მეორეს მხრივ არც თუ ისე შორს დგას რეალობისგან.
ქალი და სამკაული განუყოფელ ცნებად ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან. ძალიან ბევრი უცნობი ქართველი ხელოსანი ქმნიდა ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშებს, რომელთა უმეტესობაც დღეს მუზეუმების საგანძრებშია დაცული. სამკაული ხელოვნების ისეთი დარგია, რომელიც ძალიან არის დაკავშირებული მოდასთან, ხოლო მოდას საზღვრები და ეთნიკური შეზღუდვები როგოც წესი არ ახასიათებს.

სამკაულს ძველ საქართველოში ორმაგი დატვირთვა ჰქონდა – მხატვრულ–ესთეტიკური და ნიშნადი. პირველი მათგანის ერთადერთი თვისებაა ადამიანის გალამაზება, ამდენად სამკაულის ფორმა და ხასიათი დროთა განმავლობაში, მოდის ტენდენციების კვალდაკვალ, საკმაოდ სწრაფად და ხშირად იცვლებოდა. რაც შეეხება სამკაულის ნიშნად ფუნქციას ეს გაცილებით რთული და მრავალფეროვანია, მაგრამ უფრო კონსერვატიულიც.

ამ პოსტში გაჩვენებთ მხოლოდ რამდენიმე ნიმუშს, რომლებიც  თავიანთი ეპოქის მაგალითებად შეგვიძია მივიჩნიოთ.

ერთ ერთი მათგანია თრიალეთის ოქროს პოლიქრომიული ყელსაბამი, რომელიც ძვ.წ. XIX საუკუნით თარიღდება.








ძალიან მნიშველოვანია ვანის ცხოველთა თავებით შემკული ძველი წელთაღრისცხის მეხუთე–მეოთხე სუკუნეებით დათარიღებული სამაჯურები.

 აღსანიშნავია ასევე ახალგორის განძის გავარსიანი საყურეები, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნით თარიღდება.


ადრეანტიკური ხანის სამკაულთა დამუშავებაშ ძალიან იშვიათი იყო ფერადი ქვებით ინკუსტრაცია. მცირე ნიმუშთა შორის მნიშვნელობით გამოირჩევა ვანში აღმოჩენილი პოლიქრომიული გულსაკიდი ფირფიტა, რომელზეც ფერადი ფრინველები და ფასკუნჯებია გამოსახული.







პოლიქრომიული ოქროს სამკაულების საკმაოდ დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გათხრილ მდიდრულ სამარხებში. მათ შორის არის მეორე საუკუნის მეროე ნახევრის უნიკალური ჭვირული ყელსაბამი არმაზისხევის პიტახშთა სამარხიდან.

მესამე საუკუნის ბოლოდან და უკვე მეოთხე საუკუნეში, ჩნდება მარგალიტებიც სამკაულის ხელოვნებაში. ამავე პერიოდში ნელნელა იცვლება ანტიკური ხანის მიწურულის ოქროს ტიხრული ინკუსტრაცია, ტიხული მინანქრით, რომელიც შემდგომ, შუა საუკუნეების ოქრომჭედლობაში აქტიურად გამოიყენებოდა.


მეოთხე საუკუნიდან მეათე საუკუნემდე სამკაულის განვითარებამ დიდი წყვეტა განიცადა. იმფორმაცია თითქმის არ მოიპოვება ამ პერიოდის სამკაულის შესახებ. ამიტომ სამკაულის განვითარების შემდეგ ეტაპად შეგვიძია მივიჩნიოტ მეათე მეცამეტე საუკუნეები. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რომ ნივთიერი მასალა ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. შემორჩენილ ნიმუშთა შორისაა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი.

მართალიაფაქტობრივი მასალა ძალიან ცოტაა, მაგრამ ამ პერიოდის სამკაულის შესახებ წარმოდგენის შექმნაში გვეხმარება საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში დაცულ მონუმენტურ ფერწერაში გამოსახული ქტიტორთა პორტრეტები, რომლებიც მორთულნი არიან სხვადასხვაგვარი სამკაულებით: საყურეები, ბეჭდები, საყბეურები, სასაქეთქლეები თუ სხვა.




რაც შეეხება უფრო გვიანი პერიოდის, უკვე მეცხრამეტე საუკუნის სამკაულს, აქ ვხვდებით ზურმუხტებით ლალებით მარგალიტებით გამოფრმებულ ნიმუშებს, და მათში აშკარად იგრძნობა შუა საუკუნეების გავლენა.
სამკაული აქტუალური თემაა არა მხოლოდ შუა საუკუნეების მხატვრებისთვის, რომლებიც მას სამეფო პირთა მოსართავად იყენებდნე, არამედ თანამედროვე ქართველი არტისტებისთვისაც. მაგალითად ოლეგ ტიმჩენკოს შემოქმედება საკმაოდ დატვირთულია ამ თემით.